• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

საქართველოს პრეზიდენტი "ევრონიუსის" მიერ დაგეგმილ დებატებში მიიღებს მონაწილეობას

14 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ტელეკომპანია "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ დებატებში.

დებატები ეხება ევროკავშირში პოპულიზმის გააქტიურებას და მისი სახელი "ხალხის ევროპა თუ პოპულისტების ევროპა" იქნება.

დებატებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისარი ეკონომიკის, ფინანსებისა და საგადასახადო საკითხებში პიერ მოსკოვიჩი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი და სხვა ევროპელი პოლიტიკური მოღვაწეები.

დებატები გაიმართება საფრანგეთის დედაქალაქში.


თეგები :