თავდასხმა სანდრა რულოვსზე - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
სანდრა რულოვსს "ქართული ოცნების" აგენტ პროვოკატორებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ტელეკომპანია "ოდიში" მერობის კანდიდატზე გადაცემას ამზადებდა, როდესაც "ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორები გამოჩნდნენ. მათ მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლო გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.