• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

„სანდრა რულოვსზე თავდამსხმელები ინდენტიფიცირებულები არიან, თუმცა არავინ დაუკავებიათ“

„სანდრა რულოვსზე თავდამსხმელები ინდენტიფიცირებულები არიან, თუმცა არავინ დაუკავებიათ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფია შს მინისტრს მოუწოდებს, ინციდენტში მონაწილე პროვოკატორების დააკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაყოფიას თქმით, ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციები დაიწყება.

„ზონდერები, სუს-ის და პოლიციის უფროსის აგენტები, რომლებმაც დღეს მოაწყვეს მორიგი პროვოკაცია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ეს ადამიანები დიდი ხანია იდენტიფიცირებულნი არიან და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ერთ-ერთზე და იმის ნაცლად, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ დაკითხვაზე ჰყავთ ჩვენი ფოტოგრაფი. მე ვაფრთხილებ პოლიციის უფროსს და ვაფრთხილებ მის ხელმძღვანელობას - გახარიას და სხვებს, თუ ეს ადამიანები დღის ბოლომდე არ იქნებიან დაკავებულები ჩვენ აქ პოლიციის შენობის წინ დავიწყებთ აქციებს,“- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

სანდრა რულოვსზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში ოპოზიციის წარმომადგენლები იკითხებიან, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ. 


თეგები :