• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

"ზუგდიდში ხელისუფლებას სრული ისტერიკა აქვს"

თამარ კორძაიას თქმით, ზუგდიდში ხელისუფლება ეწევა მდაბიო წინასაარჩევნო კამპანიას სანდრა რულოვსის წინააღმდეგ. 

"ზუგდიდში სრული ისტერიკა აქვს ხელისუფლებას. ვლინდება ეს ყველანაირ მოქმედებაში. ეს არის ფიზიკური ძალადობა, თავდასხმა, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ის რაც გუშინ საარჩევნო ადმინისტრაციაში ხდებოდა ეს არის პირდაპირი მზადება გაყალბებისკენ. აღვირახსნილი კამპანიაა ოპოზიციის წინააღმდეგ. უფრო მდაბიო პოლიტიკური რეკლამებია ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. ყველანაირ ზღვას გადაცდენილი საარჩევნო კლიპები აქვს ქართული ოცნებას ოპონენტებზე მომზადებული რაც უბრალოდ შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის" - აღნიშნა კორძაიამ.


თეგები :