• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივლისი, 2019
article

განმუხურში სანდრა რულოვსისა და მისი მხარდამჭერების მასშტაბური შეხვედრა მიმდინარეობს

განმუხურში სანდრა რულოვსისა და ამომრჩევლის მასშტაბური შეხვედრა მიმდინარეობს.  მხარდამჭერებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ. 

ნიკა მაჭუტაძემ, რომელმაც შეხვედრაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძვირფასო მეგობრებო, ზუგდიდმა უნდა აღიდგინოს თვითმმართველობა, რათა ქართველმა ხალხმა აღიდგინოს სახელმწიფოებრიობა. დაიბრუნეთ თქვენ თქვენი ქალაქი, დაიბრუნეთ თქვენ თქვენი რაიონი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას, თავის სახელმწიფოს“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.  

განმუხურში გამართულ მასშტაბურ შეხვედრაზე იმყოფება `საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს 19 მაისის შუალედური არჩევნების შესახებ ისაუბრა და მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.  

„19 მაისის მერის არჩევნებში, ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის თავგასულობა საბოლოოდ დასრულდება და ის თქვენს ხმებს ვერ მოიპარავს. მთავარია თითოეული თქვენთაგანი დაირაზმოს და არჩევნების დღე, მშვიდად მისცეს ხმა იმ კანდიდატს, ვისაც მხარს უჭერს. ზუგდიდი მხარს უჭერს სანდრას“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.


თეგები :