• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

„თუ გეგა შენგელიას გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებულად, ეს შედეგი ჩემთვის მიუღებელი იქნება“

„თუ გეგა შენგელიას გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებულად, ეს შედეგი ჩემთვის მიუღებელი იქნება“, - ამის შესახებ სანდრა რულოვსმა განაცხადა.

რულოვსი დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ არჩევნების გაყალბების ხარჯზე ცესკომ მეორე ტური გამოაცხადოს.

„რა მონაცემებსაც საოლქო კომისია გვაძლევს, ზოგი მე მოვიგე, ზოგი იმან მოიგო. სოფლებში უკეთესი პოზიციები გვაქვს, ვიდრე ქალაქში.  თუ მეორე ტურია საჭირო მათი მონაცემებით, მე შევდივარ მეორე ტურში, მაგრამ თუ ისინი გამოაცხადებენ გეგა შენგელიას პირველ ტურში გამარჯვებულად, ეს შედეგი იქნება ჩემთვის მიუღებელი.

ბრძოლას აქვს აზრი, ახლა ბევრად ძლიერად ვგრძნობ თავს, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა ძალიან მალე აღარ იარსებებს - ან გადაეცემა ოლიგარქის მიერ რუსეთს, ან გაიყიდება. როგორც ჩანს, ივანიშვილი არ მიდის არსად არჩევნების გზით. თუ ისინი იტყვიან, რომ გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მე გამოვალ ინიციტივით, რომ აქ უკვე ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი იმიტომ, რომ არჩევნების რწმენა აღარავის აქვს. მე მზად ვარ, ივანიშვილის წინააღმდეგ ავიღო ხელში იარაღი და ეს იარაღი არის ხალხის ძალა. ყველა ქალაქს გავივლი ფეხით და ვინც შემომიერთდება, განსაკუთრებით ახალგაზრდები... დაველოდოთ მათ შედეგებს, მაგრამ მზად ვარ, ბოლომდე მივიდე. მინდა, ამ ხალხს მომავალი ვაჩუქო,“ - აღნიშნავს სანდრა რულოვსი.


თეგები :