• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

NDI: რესპონდენტთა 39 % საბჭოთა კავშირის დაშლას "ცუდ მოვლენად" აფასებს

NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 39 % საბჭოთა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად“, 50% კი „კარგ მოვლენად“ აფასებს.

კვლევის თანახმად, იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას „ცუდ მოვლენად“ აფასებს, წინა კვლევის შედეგებთან შედარებით, რომელიც 2018 წლის მარტში ჩატარდა, 3%-ით შემცირდა. ამასთან, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მონაცემების მიხედვით, 14-დან 11%-მდეა შემცირებული იმ რესპონდენტების რიცხვიც, რომლებმაც ამ კითხვაზე წინა კვლევისას პასუხი „არ ვიცი“ გასცა.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.


თეგები :