• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივნისი, 2019
article

NDI: გამოკითხულთა 55% -ის აზრით, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არ არის.

რესპოდენტთა 28%-მა უპასუხა, რომ ქვეყანა მზადაა ალიანსის წევრობისთვის, 55% ამბობს, რომ არაა მზად, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი გამოკითხულთა 16%-მა გასცა.

კითხვაზე, კი რატომ არ არის მისაღები ნატო, გამოკითხულთა 516% პასუხობს, რომ ეს რუსეთთან კონფლიქტს წარმოშობს. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.


თეგები :