• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ უკრაინისა და საქართველოს პოზიციები ევროინტეგრაციისა და ნატო-ს წევრობისკენ გზაზე"

უკრაინის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს პირისპირ შეხვდა. ამის შესახებ იფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ახალ პრეზიდენტს წარმატება უსურვა.

„რატომ წავიდა ჩვენი გუნდი პოლიტიკაში? ჩვენთვის უპირველესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტაა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ყოველდღიურად იღუპება ხალხი“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს თანმიმდევრულ საგარეო-პოლიტიკურ კურსს, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განვითარებისკენ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევას კორუფციის დამარცხება წარმოადგენს, რომელშიც საქართველოს როლი სამაგალითო იქნება.

„ამ საკითხში საქართველოს გამოცდილება ჩემთვის მაგალითს წარმოადგენს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინულ-ქართულ ორმხრივ ურთიერთობებზე და გამოხატეს მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და გაგრძელების შესახებ.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და საქართველომ უნდა გააერთიანონ თავიანთი პოზიციები ნატო-ს წევრობისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ ყველას კიდევ ერთი გამოწვევა გველოდება – ევროპარლამენტის არჩევნები. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ უკრაინისა და საქართველოს პოზიციები ევროინტეგრაციისა და ნატო-ს წევრობისკენ გზაზე.

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.


თეგები :