• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

კალაძე: ვისურვებდი, ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით

დედაქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელები, რომლებსაც NDI-ს კვლევის მიხედვით დაბალი რეიტინი აქვთ, მისი მაღალი რეიტინგით იამაყებენ.

დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ის მოსახლეობის კეთილგანწყობას ყოველდღიურად გრძნობს და ისურვებდა, მის თანაგუნდელებს მასზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეთ.

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან. ზუსტად ის დამოკიდებულება, რასაც  მე ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქის მოსახლეობისგან ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისურვებდი,რომ ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით,გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის იქნება დადებითი და პირველ რიგში ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა კალაძემ.

NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა 40% კახა კალაძეს დადებითად აფასებს. 


თეგები :