• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

„რამდენი წელია ეძებს ივანიშვილი ჩემს „გადამალულ ქონებას“ და ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდება“

„რამდენი წელია ეძებს ივანიშვილი ჩემს „გადამალულ ქონებას“ და ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდება“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსული NTV -ს კორესპონდენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილი 1 მილიონიან ვილას ფლობს ფლორიდაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია ივანიშვილისა და რუსების თანამშრომლობისა.

„კიდევ ერთი ზუსტი მაგალითი ივანიშვილის და რუსების თანამშრომლობის. რუსული NTV -ს კორესპონდენტმა ძალიან სახასიათი გვარით GRUnski-იმ გამოაქვეყნა და ქოცებმა აიტაცეს ჩემი „1 მილიონიანი ვილის“ ამბავი ფლორიდაში და მისამართიც გამოაქვეყნეს.

ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა გადაამოწმა და ამ მისამართზე მფლობელი აღმოჩნდა ამერიკული კომპანია,რომელსაც კიდევ 215 მსგავსი სახლი აქვს მფლობელობაში.და ბარემ დანარჩენი სახლებიც ჩემზე გადმოგეწერათ რა იქნებოდა?...

რამდენი წელია ეძებს ივანიშვილი ჩემს „გადამალულ ქონებას“ და ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდება... რაც არ მაქვს,რას იპოვნიან? აი დღევანდელ პარლამენტში 40 ოფიციალური მილიონერი უზით ხალხის გაღატაკების ხარჯზე, სწორედ, ამ ჯიუტი ფაქტის გადაფარვას ცდილობენ ჩემს მილიონებზე ბინძური ლაყბობით...

ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს,სუფთა ნაგავია და ვინც იჯერებს - კლინიკური იდიოტი.

ახლა იმედის ჟურნალისტი,ვინმე დევდარიანი მიავლინეს ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ჩემი "კუთვნილი სახლების " გადასაღებად..well good luck asshole!“ - წერს სააკაშვილი.


თეგები :