• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

"როდესაც NDI ატარებს რაღაცას, უნდა გაამრავლო ორჯერ არა, სამჯერ, ან გაყო ორზე ან სამზე და ასე უნდა გამოიცნო არჩევნების შედეგი"

ირაკლი კობახიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის არ აპირებს სიღრმეში შესვლას, თუმცა კვლევაში ელემენტარული შეცდომებია:

„სიღრმეში შესვლას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უბრალოდ არ აქვს აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ არის ელემენტარული ცდომილებები ამ კვლევაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ  ვერანაირი მეთოდოლოგიური შეცდომით და ხარვეზით ასეთ ცდომილებას ვერ მიიღებ. უბრალოდ, მარტივად არის ტყუილი ჩადებული ამ კვლევაში სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ამ თემის გაშლაც არ არის საჭირო“,- აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავი ორის დაკვეთით ჩატარებული კვლევაც შეაფასა:

„ჩვენ ვნახეთ მანამდე რუსთავი2-მა გამოქვეყნა Ipsos-ის კვლევა, Ipsos  არის ძალიან ცნობილი ფრანგული კომპანია. როდესაც მოხდა ჩაძიება, უარყო ფრანგულმა კომპანიამ ის, რომ მან ჩაატარა კვლევა და საბოლოო ჯამში  აღმოჩნდა, რომ ე.წ. Ipsos-ს, რუსეთი- უკრაინის კომპანიამ ჩაატარა ეს კვლევა, რომლის ხელმძღვანელიც არის რუსი ვინმე შულკინი. რეალურად ასე ხდება. ხშირად მანიპულირება. CRRC-ის  წარსულიც და აწმყოც ყველამ კარგად იცის ვისთან არის დაკავშირებული პოლიტიკურად ეს ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდ ინტერესს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან არ იწვევს ასეთი სოციოლოგიური  კვლევები“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ NDI ძალიან პრესტიჟული ორგანიზაციაა, რომელთანაც საქართველოს შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებს, თუმცა ეს კვლევა ჩრდილს აყენებს ამ ორგანიზაციას საქართველოში:

”ერთადერთი, რაც არის სამწუხარო ამ ყველაფერში, არის ის, რომ ეს კვლევები, ამ შემთხვევაში CRRC-ის კვლევა იდება NDI -ის სახელით. NDI -ი არის ძალიან პრესტიჟული ორგანიზაცია, ამერიკული ორგანიზაცია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს შესანიშნავი  თანამშრომლობა. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ცენტრალურ ოფისს NDI -ის ცენტრალურ ოფისს. გვაქვს მჭიდრო კავშირი ამ ოფისთან და ძალიან ხშირად გვაქვს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ძალიან ვაფასებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, NDI -ის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ისევე, როგორც, ზოგადად, ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და სამწუხაროდ, ეს არის ის კვლევა, რომელიც ჩრდილს აყენებს ამ ორგანიზაციას საქართველოში. ეს არის ერთადერთი სამწუხარო მოვლენა. დანარჩენი, საზოგადოებაც  მიეჩვია უკვე ამ კვლევებს და ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც NDI -ი ატარებს რაღაცას, უნდა გაამრავლო ორჯერ არა, სამჯერ, ან გაყო ორზე ან სამზე და საბოლოო ჯამში ასე უნდა გამოიცნო არჩევნების შედეგი თუ რაიმე სხვა რეიტინგი“,- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 


თეგები :