• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

მოლდოვაში ოლიგარქია დაემხო - ოლიგარქი პლახოტნიუკი სახელმწიფოს მიტაცებაში ამხილეს

მოლდოვაში, რომელიც ქვეყნის სიდიდითა და მმართველობის სტილით ძალიან ჰგავს საქართველოს, ოლიგარქია დაემხო. 

ისევე როგორც ოლიგარქ ივანიშვილს, ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკსაც, რომელიც მმართველი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა, ჯიბეში ედო თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესი და სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო ხელისუფლების ჩათვლით.

თუმცა, სრულიად მოულოდნელად მოლდოვაში ვითარება შეიცვალა და ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი სახელმწიფოს მიტაცებაში ამხილეს.

"მოლდოვაში ორი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა. მას მიუერთდა ოლიგარქის პარტიის ყოფილი ნაწილი და ერთობლივი ქმედებებით დააკომპლექტეს ახალი მთავრობა.

მათ წაართვეს ოლიგარქ პლახოტნიუკს ყველა ბერკეტი და მოლდოვა მის მიერ მიტაცებულად გამოაცხადეს", - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

აღსანიშნავია რომ ივანიშვილი პლახოტნიუკს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიტაცებასა და მისი ინსტიტუტების დასაკუთრებაში, არამედ, მმართველობის სტილშიც ბაძავს. 

მაგალითად: პლახოტნიუკის მსგავსად, ივანიშვილიც მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა პოლიტიკაში "მეორედ მოსვლის" შემდეგ.

უფრო მეტიც: გასულ წელს ივანიშვილმა კონსტიტუცია შეცვალა და ამომრჩეველს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება წაართვა. შესაბამისად, ისევე როგორც მოლდოვაში, საქართველოშიც პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა დააკანონა.

თუმცა, ოფიციალურ კიშინოვს უკვე ვეღარ მართავს ოლიგარქ ივანიშვილის ინსპირაციის წყარო - ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც ივანიშვილივით მილიარდელია და რომელმაც ივანიშვილივით, სიმდიდრის ძირითადი ნაწილი რუსეთში იშოვა. მასზე და მის გარემოცვაზე ახლა გამოძიებაა დაწყებული...

ოლიგარქ პლახატნიუკის რეჟიმის მმართველობის გამო დაღლილი და გაღარიბებული მოლდოველები ახლა დემოკრატიას, პოლიტიკური ოპონენტების ციხეებიდან გათავისუფლებასა და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ელოდებიან.

P.S: მოლდოვა - იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

არის საპარლამენტო რესპუბლიკა. 

მოსახლეობა - 3 557 600 - 2014 წლის აღწერის მიხედვით. 

სუვერენიტეტი გამოაცხადა 1990 წლის 23 ივნისს.

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 27 აგვისტოს.

კონსტიტუცია მიიღო 1994 წლის 29 ივლისს. 

საქართველო - იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

არის საპარლამენტო რესპუბლიკა.

მოსახლეობა - 3 718 200 - 2017 წლის აღწერის მიხედვით.

დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისაგან - 1991 წლის 9 აპრილი (განაცხადა).

კონსტიტუცია მიიღო 1995 წლის 24 აგვისტოს.