• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

„ივანიშვილის გუნდის გამარჯვება 2020 წლისათვის გამორიცხულია...სხვა ყველაფერი იქნება ისტორიაში ჩვენი ერის კომედიური ფიგურირება“

გუშინ,  მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური, „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ლადო კახიძის სასარგებლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ  გაყალბებისა და მოსყვიდვის თავლსაზრისით, არც ეს არჩევნები ყოფილა გამონაკლისი, ოპოზიცია ფაქტებით ამტკიცებს, რომ მსგავსი შემთხვევების ფონზე მოიპოვა გამარჯვება ლადო კახიძემ, მმართველი გუნდი კი, რა თქმა უნდა, ამას არ აღიარებს. 

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიულ აქტზე ერთერთი ხელმომწერი, პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და სახალხო ფრონტის თავმჯდომარე, ნოდარ ნათაძე „პრესა.ჯი“-ს კითხვებს პასუხიბს.

- მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, გუშინ ჩატარებული მთაწმინდის არჩევნებიც არ იყო გამონაკლისი გაყალბებისა და მოსყიდვის ფაქტებით, თუმცა, ამას რადიკალურად უარყოფს მმართველი გუნდი, თქვენ როგორ შეაფასებდით შედგებსა და არჩევნების მიმდინარეობის პროცესებს?

- ძალიან დიდი ემოციები იყო ჩართული ამ არჩევნებში, ამ ყველაფერს კი ნამდვილად  არ თანავუგრძნობ, ეს იყო კარიკატურული არჩვნები, ამ არჩევნებში სერიოზული სიტყვის მთქმელი არავინ არსებობდა...

- ამის გათვალისწინებით, რას უნდა ველოდოთ 2020 წლის არჩევნებისათვის?

- ივანიშვილის გუნდის გამარჯვება 2020 წლისათვის გამორიცხულია, ეს უტყუარი ფაქტია

- რატომ ფიქრობთ ასე?

-იმიტომ, რომ ძალიან, ზედმეტად სუსტები არიან, არაფერში არ ვარგიან, არც მორალური თავლსაზრისით,  არც აზროვნების მოცულობითა და ტექნიკური დონით, მათ პერსპექტივა არ აქვთ, რადგან შინაარსობრივი ლოგიკა არ გააჩნიათ. 

ამ პარტიას შემოსათავაზებელი არაფერი აქვს,  კანდიდატმა უნდა შემოგთავაზოს რაღაც, რაც სასურველი და ლგიკურად დამაჯერებელია, არცერთი ამ თვისების მატარებელი არაა ეს პარტია. 

მათ 2012 წელს, დიდი იმედით დახვდა საზოგადოება, ეს კი ვიცით რამაც გამოიწვია, კადრებმა, რომელმაც აღაშფოთა სრულიად ერი, სააკაშვილის ფონზე იმ პერიოდში ივანიშვილი მხსნელი ეგონა საზოგადოებას, მაგრამ მათ არაფერი შეუცვლიათ ამ ქეყანაში.  მხოლოდ ე.წ ცოცხების ხელისფლება შეცვალეს. 

ამათი დარჩენა ანაქრონიზმია, რომელიც ისტორიაში არ ხდება. ეს პროცესები კი ისტორიის ნაწილია. 

- როგორ ფიქრობთ, 2020 წლის არჩევნები ერთადერთი გზაა  ხელისუფლების შესაცვლელად?

- ვფიქრობ რომ კი! რადგან აღარ დარჩა დრო ჩხუბისა და ცხვირ-პირის მტვერევისათვის, სამოქალაქო ომი არავის უნდა, გვინდა მშვიდობითა და ყველაზე უწყინარი მეთოდით შევცვალოთ ეს არაფრის მაქნისი მთავრობა, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უნდგას. 

- რომ არ მოხდეს ისე, როგორც თქვენ ამბობთ, სხვა სცენარი როგორ წარმოგიდგენიათ? 

- სხვა ყველაფერი იქნება ისტორიაში ჩვენი ერის  კომედიური ფიგურირება და მეტი არაფერი! რაღა დარჩა? რამდენიმე თვე ამ წელიწადში და 12 თვეც იმ წელში, აქ მორჩება ყველაფერი. მანამდე კი უნდა მოვითმინოთ  და სწორად ვიმოქმედოთ, სხვა გზა არ დაგვრჩენია.