• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივნისი, 2019
article

ადა მარშანია: არც ერთი ხმა ნაცებს, არც ერთი ხმა ქოცებს, დაანებეთ თავი საქართველოს

„არც ერთი ხმა ნაცებს, არც ერთი ხმა ქოცებს, ორივე უნდა წავიდეს პოლიტიკური არენიდან და დაანებეთ თავი საქართველოს, დაანებეთ“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ განაცხადა. 

მარშანია „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მათ მმართველი გუნდი, არჩევნების ზეწოლით ჩატარებაში დაადანაშაულა. 

მარშანია კი ამბობს, რომ ორივე პოლიტიკურ ძალას ერთმანეთი სჭირდება და ეს არჩევნებიც უბრალოდ "ბლეფია". 

„ქართულო ოცნებავ“ ახია თქვენზე როგორც იტყვიან ხალხურად რა. ესენი თქვენ რომ აქ ლექციებს გიკითხავენ. ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი თქვენ ფაშისტურ რეჟიმზე გელაპარაკებათ თქვენ? ახია თქვენზე. რატომ გყავთ ესენი პოლიტიკაში, რატომ არიან საერთოდ? პოლიტიკაში კაი ჯანდაბას იყვნენ, პარლამენტში რატომ ზიან ესენი. თქვენი ბრალი არ არის ეს? ეს თქვენი არჩევნები საერთოდ არ მაინტერესებს და ამის გარჩევა, იმიტომ, რომ ეს არის თქვენი არჩევნები, ორი ძალის. და თქვენ ერთმანეთს სჭირდებით ზუსტად რომ საარჩევნოდ და ვითომ ახლა არჩევთ. ეს არის ყველაფერი ბლეფი. არც ერთი ხმა ნაცებს, არც ერთი ხმა ქოცებს, ორივე უნდა წავიდეს პოლიტიკური არენიდან და დაანებეთ თავი საქართველოს. დაანებეთ თავი, წაბრძანდით სახლში და წყნარად დაჯექით მანდ, ეს მაინც გააკეთეთ,“-განაცხადა მარშანიამ.


თეგები :