• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: იმედია, საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს. 

მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერთან ჰქონდა კომუნიკაცია. პომპეოს თქმით, პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას.

„სწორედ ეს მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. საქართველოს განვითარება, როგორც თავისუფალი სახელმწიფოს, საბჭოთა კომუნიზმის გავლენის შემდეგ, ამტკიცებს, რომ ის სწორ გზაზე დგას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ გზაზე თქვენი კარგი პარტნიორები ვართ“, - აღნიშნა პომპეომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 11 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. პრემიერი ამერიკაში 5-14 ივნისს სხვადასხვა შეხვედრებს მართავს. ის უკვე იმყოფებოდა კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის პოტენციალზე ისაუბრა.


თეგები :