• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

ირაკლი კობახიძის აზრით ქვეყანაში გაჭირვება არ არის - "400 ათასი ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა"

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია.

ირაკლი კობახიძე ირწმუნება რომ 400 ათასი ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა, ხოლო თბილისში ხალხს ეკონომიკური მდგომარეობა შესამჩნევად გაუუმჯობესდა, რადგან თურმე, რეგისტრირებული ავტომობილის რიცხვა მოიმატა. 

"ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით -  400 000 ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან.

თუნდაც თბილისში, რეგისტრირებული ავტომობილების რიცხვმა მოიმატა, თუ არის გაჭირვება, მაშინ ასე არ უნდა იყოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "რეაქცია". 

ეს ალბათ ხელისუფლების ერთერი ყველაზე ცინიკური განცხადებაა. 

ფუფუნებაში მცხოვრები ჩინოვნიკები ვერ ხედავენ გაჭირვებაში მყოფ ასი ათასობით მოქალაქეს, მოშიმშილე ბავშვებს, არ აღელვებთ გაძვირებული პროდუქტები და გაუფასურებულ ლარი. 

კობახიძე, ფაქტობრივად, დაგვცინის და გვეუბნება რომ თურმე ადამიანებს ეჩვენებათ რომ უჭირთ, ეჩვენებათ რომ არ აქვთ მედიკამენტების ფული, საკვები, საცხოვრებელი და სამსახური. 

თურმე, 400 ათასი ადამიანი სიღარიბიდან ამოსულა, ხოლო თბილისში საერთოდ, ხალხი ბედნიერად ცხოვრობს - მაღალი შემოსავლებით. უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ...

კობახიძის განცხადება არის დემონსტრირება იმისა რომ  ივანიშვილის რეჟიმი არის ბრმა, ყრუ და უნდა შეიცვალოს.


თეგები :

კობახიძე