• თბილისი
  • 33°C
  • 26 აგვისტო, 2019
article

სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ ზურაბ ხაჩიძე დაინიშნა

მომღერალ ზურაბ ხაჩიძეს ხელისუფლებამ პოლიტიკური თანამდებობა გამოუძებნა - ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დღეს, 12 ივნისს წარადგინეს.

მომღერალი მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. მხარის რწმუნებულმა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

რა მიმართულებით იმუშავებს ხაჩიძე მხარის რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, უცნობია.

ზურაბ ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.


თეგები :