• თბილისი
  • 34°C
  • 21 ივლისი, 2019
article

სალომე ზურაბიშვილი: პარლამენტის წევრმა ამ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ალბათ წინასწარ ყველაფერი იცოდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატ გავრილოვის ირგვლივ ატეხილ სკანდალს კვლავ ეხმაურება. პრეზიდენტმა "ფეისბუქის" საკუთარ სტატუსზე კომენტარი დაწერა.

"პარლამენტის დეპუტატმა ალბათ ამის შესახებ იცოდა," - წერს ზურაბიშვილი და იქვე განმარტავს, რომ გავრცელებული ინფო, თითქოს მართლმადიდებლური კონგრესი პრეზიდენტის სასახლეში ტარდებოდა, არასწორია.

"პარლამენტის წევრმა ამ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ალბათ წინასწარ ყველაფერი იცოდა, ისევე როგორც უნდა იცოდეს, რომ ეგრეთ წოდებული ავლაბრის რეზიდენცია აღარ არის "პრეზიდენტის სასახლე" იმის შემდეგ, რაც ორბელიანის სასახლეში განთავსდა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია უკვე 2018 წლის დეკემბრიდან. 

ავლაბარი კი გადაკეთდა "სახელმწიფო ცერემონიალების სასახლედ" , რომელშიც ღონისძიებების მოწყობა ყველა სახელმწიფო უწყებას შეუძლია, პრეზიდენტის თუ მის ადმინისტრაციის დაუკითხავად. პრეზიდენტმა ავლაბარში მხოლოდ ორი სახელმწიფო დონის მიღება გამართა : 9 აპრილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი," - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები :