• თბილისი
  • 33°C
  • 24 ივლისი, 2019
article

ზაქარია ქუცნაშვილი: ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას

ზაქარია ქუცნაშვილმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შესახებ განცხადება გააკეთა.

ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე უცხოეთში იმყოფებოდა და მისი პასუხიმგებლობის დაყენება, არალოგიკურია.

„ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან გაღიზიანდა იმ ფაქტზე,  რომ რუსი დეპუტატი დაინახა  პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. მე მინდა, ბოდიში მოვიხადო საზოგადოებას იმიტომ, რომ ალბათ მე უფრო მეტი უნდა მომენდომებინა საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას, რომ მათ ეს პოზიცია დაეცვათ. იმიტომ, რომ როდესაც 2 სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე დაჯდებოდა ზემოთ და რომელი წაიყვანდა, ეს უკვე იყო ტექნიკის საკითხი“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მზად არის საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

„მე ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, სამართლიან მღელვარებას რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება არის სწორი და ამიტომ მოვიხადე ბოდიში და თუ საჭიროა პასუხისმგებლობა ვინმემ აიღოს, მე მზად ვარ ამისთვის“,- აცხადებს ქუცნაშვილი.


თეგები :