• თბილისი
  • 7°C
  • 21 ნოემბერი, 2019
article

"ხელისუფლებასთან ერთად, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია საქართველოს საპატრიარქო" - საპატრიარქოსთან "გირჩის" აქცია ტარდება

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ საპატრიარქოსთან აქციას მართავს.

პოლიტიკურ გაერთიანების განცხადებით, ხელისუფლებასთან ერთად თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია საქართველოს საპატრიარქო, რადგან სწორედ ისინი მასპინძლობდნენ საქართველოს დედაქალაქში გამართულ ფორუმს. 

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ასეთ ფორუმებს რუსეთი საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს. 

„ეს ინსტიტუტი არის თანამედროვე რუსეთის პლაცდარმი საქართველოში. რუსეთს სურს, აჩვენოს რომ ჩვენ გვაქვს დამთბარი ურთიერთობები, როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და აჩვენებენ მსოფლიოს, რომ პრობლემა არ არის, ჩვენი კომუნისტი დეპუტატი ჩადის, პარლამენტის სპიკერის ადგილზე ზის და იქედან ელაპარაკება ქართველებს“, - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. 


თეგები :