• თბილისი
  • 4°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

"ერთი გავრილოვია პრობლემა? საქართველოს აქტივების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ბინებიც, იყიდეს რუსებმა"

მოვლენებს, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ჩატარებას მოჰყვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

"საქართველოში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, მტკივა და განვიცდი, მაგრამ მოდით ვთქვათ: ეს ის კი არ არის, რომ დღეს ჩამოვიდა გავრილოვი. 2013 წელს საქართველოში გავრილოვიც იყო, ლუშკოვიც იყო და კიდევ ბევრი სხვა დაეთრევა. საქართველოს აქტივების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ბინებიც, იყიდეს რუსებმა, მაგრამ ეს ხომ მთავარი არ არის. ის, რომ გაბახებული პარლამენტის ფსევდო თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, ეს არის ახლა მთავარი პრობლემა? მთავარი პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილი რუსეთის დავალებით, ჰააგაში ქართველი სამხედროების გასამართლებას ჩალიჩობს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილმა, რუსების დავალებით, მსოფლიო რუკიდან გააქრო საქართველო. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მართლაც გადავიქეცით პატარა სოფლად და აღარ ვართ მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი რეფორმატორი ქვეყანა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილმა გადასცა მთელი ჩვენი აგენტების სია რუსულ სპეცსამსახურებს. 2008 წლის მონაწილეების სიები აქვს რუსეთისთვის გადაცემული და უფრო მეტიც, საქართველოში მათზე ნადირობენ. ამ ყველაფრის ფონზე ერთმა გავრილოვმა გაგაკვირვათ? მე მივესალმები ყველა ოპოზიცური ძალის გაერთიანებას. მათ, ვინც ამბობს - პოლიტიკოსები არ გამოჩნდნენ, პარტიები არ დავინახოთ - მინდა ვუთხრა: ეს არის ივანიშვილის და სუს-ის რიტორიკა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები :