• თბილისი
  • 7°C
  • 21 ნოემბერი, 2019
article

"დასავლეთი თვალს ხუჭავს საქართველოში არსებულ რუსოფობიაზე იმისათვის, რომ ქართველი და რუსი ხალხი გახლიჩონ, გადაწერონ ორი ქვეყნის საერთო ისტორია"

საქართველო დასავლეთის გეოპოლიტიკური ინჟენერიის შედეგების მაგალითი გახდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„რა შედეგები უნდა გამოიწვიოს უცხოეთიდან მომდინარე რჩევებისა და კარნახის ბრმად მიღებამ, რასაც ცხადად აჩვენებს ჩვენი მეზობელი უკრაინის სამწუხარო გამოცდილება. ქვეყანა, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა პოროშენკოს რეჟიმის დროს, მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, დაკარგა ინდუსტრიული ბაზა, განიცდის შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას, აღარაფერი რომ არ ვთქვათ შიდა კონფლიქტებსა და საზოგადოების გახლეჩვაზე სულიერი და ცივილური მიმართულებით“, - განაცხადა ლავროვმა.

„კიდევ ერთი მაგალითი გეოპოლოტიკური ინჟენერიის შედეგების, რომლითაც ჩვენი დასავლელი კოლეგები არიან დაკავებულნი, ეს საქართველოა, სადაც დასავლელი კურატორები მზად არიან დახუჭონ თვალები ულტრანაციონალისტების გამოხდომებზე, რუსოფობიაზე, ოღონდაც გაწყვიტონ კავშირები ქართველ და რუს ხალხს შორის, გადაწერონ ჩვენი საერთო ისტორია“, - აღნიშნა ლავროვმა. 


თეგები :