• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

შსს-სთან სტიკერები გააკრეს, სადაც სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ტყვიებია გამოსახული და წარწერები - „ბოდიში?!" და "გახარია გიხარია?"

„გახარია გვაბრმავებს!“ - საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გრძელდება. აქციის მონაწილეები 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში შს მინისტრის პასუხისმგებლობას აყენებენ.

ისინი ითხოვენ, რომ გიორგი გახარია გადადგეს. მათი თქმით, სისხლიან მოვლენებს მინისტრისგან ბოდიში ვეღარ უშველის.

„რუსმა გახარიამ ჩვენი სამი ახალგაზრდა დააბრმავა. მე მინდა ეს სიმბოლურად გავაკრა აქ, რადგან მისმა თანამშრომლებმა ნახონ, მისმა ხელქვეითებმა ნახონ ყოველდღიურად ეს ფოტო, თუ როგორი შს მინისტრი გვყავს და უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ გახარია,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

მოქალაქეების განცხადებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ გადადგეს გახარია და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ძალაუფლებას გადააჭარბეს.

აქციაზე იმყოფება Presa.ge-ის რედაქტორი, გიორგი კაპანაძეც. ის ამბობს, რომ ახალგაზრდების მიმართ რეზინის ტყვიების გამოყენების გამო, პასუხისმგებლობა მინისტრმა უნდა აიღოს.

„ივანიშვილი წავიდა პროპორციულზე და არ წავიდა გახარიას დათმობაზე, იმიტომ, რომ ყველაფრის თავი და თავი, მთავარი გავრილოვი არის ივანიშვილი. გახარიას ხელით მან ადამიანებს ამოსთხარა თვალები, დაასახიჩრა რამდენიმე ასეული ადამიანი და დღეს ისე გამოვიდა, რომ დღეს ერთი თანადგომის სიტყვაც კი არ უთქვამს ამ დასახიჩრებული ადამიანების მისამართით ბიძინა ივანიშვილს,“ - განაცხადა კაპანაძემ.


თეგები :