• თბილისი
  • 33°C
  • 24 ივლისი, 2019
article

აშშ-ის საელჩო უცხოელებს საქართველოში ზაფხულის გატარებას ურჩევს

ამერიკის საელჩო საქართველოში twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ზაფხულის საქართველოში გატარებისკენ მოუწოდებს

გაატარეთ ზაფხული საქართველოში- წერს ამერიკის საელჩო ტვიტერზე.

ამასთან, საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი ერინ ჯარეტი იქვე პოსტს აქვეყნებს, სადაც აშშ-ს მოქალაქეებს საქართველოს შესახებ უამბობს.

"ამ ქვეყანამ ნამდვილად დაიპყრო ჩემი გული.ყველა ჩემს მეგობარსა და ახლობელს მოვუწოდე რომ #გაეტარებინათ თავიანთი ზაფხული საქართველოში- და ისინი უკვე ატარებენ! ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი და ვიზიტორი მივიღეთ, ჩემი მშობლების ჩათვლით, რომლებმაც უკვე დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და გაეცნენ სუფრის ტრადიციებს კახეთში. საქართველოს ძალიან მდიდარი კულტურული წარსული აქვს, მაგრამ მე უფრო მეტად ველოდები იმას, თუ რას მოიტანს მომავალი. საოცრად შთაგონებული და მოტივირებული ვარ იმ ადამიანებთან შეხვედრით, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას"-, აცხადებს ამერიკელი დიპლომატი, ერინ ჯარეტი.


თეგები :