• თბილისი
  • 33°C
  • 24 ივლისი, 2019
article

„ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმეს დაგეგმავს, მთელი სიმკაცრით დაისჯება“

„ნებისმიერი პირი, ვასაძე იქნება, მელია თუ ტურა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმე გადაცდომას, კანონსაწინააღმდეგოს და ანტიკონსტიტუციურს დაგეგმავს, მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი, განურჩევლად მათი გვარისა, თუ პოლიტიკური გემოვნებისა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასა და დეპუტატ ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას შორის განსხვავება არსებობს.

„განსხვავება არის ის, რომ ამ ვაჟბატონმა, მელიამ პირდაპირ გაახმოვანა ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მათი გეგმა. ამ ადამიანმა და სხვებმა მასობრივ ძალადობას ორგანიზება გაუწიეს , ნუთუ, განსხვავებას ვერ ვხვდებით?!

რაც შეეხება ბატონ ვასაძეს , მე, როგოც ვიცი, ამაზე სამინისტრომ პრევენციული რეაგირება მოახდინა და იგივე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება ლევან ვასაძე თუ სხვა ნებისმეირი მოქალაქე, თუ კონსტიტუციას გასცდება, აბსოლუტურად თანაბრად იქნება განხილული და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებული’, - განაცხადა ღარიბაშვილმა .


თეგები :