• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

სახალხო დამცველი: ნიკა მელიას საქმეს მონიტორინგს გავუწევთ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ დეპუტატ ნიკა მელიას საქმეს, რომლის დაკავებასაც პროკურატურა ითხოვს, მონიტორინგს გაუწევს.

​​„ძალიან სამწუხაროა, რომ 20 ივნისის საღამოს ძალადობის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ყველა იქ მყოფი პოლიტიკოსის ვალდებულება იყო, რომ მაქსიმუმი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული პოლიციასთან შეტაკება, რაც ადამიანების დაშავებას აუცილებლად გამოიწვევდა.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას და ბრალს, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას როლი რა იყო და შეგროვებული მტკიცებულებები რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით მას ბრალი წარედგინოს, ინფორმაცია არ მაქვს და დღეს კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვეცდებით, საქმის მასალებს გავეცნოთ. ასევე ნიკა მელიას ალბათ, ადვოკატი ეყოლება და მასაც მოვუწოდებ, რომ ყველა ის ინფორმაცია მოგვაწოდოს რასაც მას პროკურატურა გადასცემს. მასალებს შევისწავლით და აღნიშნულ საქმეს მონიტორინგს გავუწევთ.

მხოლოდ მელიას განცხადებას ვერ შევაფასებ, რადგან მტკიცებულებების ერთობლიობა უნდა ვნახო. მასალებსა და მტკიცებულებებს უნდა გავეცნოთ და შემდეგ ვიტყვით, რამდენად არის საკმარისი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.


თეგები :