• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ნიკა მელიას მიმართვა პარლამენტს: მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი

„მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი“, - ასე მიმართა ნიკა მელიამ დეპუტატებს, რომლებიც მისთვის, დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ. 

მელია სესიაზე „ქართული ოცნების“ პირისპირ მარტო იმყოფება. მისივე მოთხოვნით, ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში არ იმყოფებიან. 

„დიახ, აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. არიან კიდევ კოლეგები, მე ვარ ამაყი, მაგრამ თქვენ არ ხართ ამაყები,. მე ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით უხერხულ მორჩილებაში. მე ბევრი რამ მექნება ჩემი შვილებისთვის, შვილებისთვის, სიამაყით და თქვენ ძალიან ცოტა რამ გეთქვათ თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის სიამაყით, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როცა მტერი დასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. დღეს, მგონია, რომ ვარ ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. შემიძლია, რომ თითოეულ თქვენგანს თავისუფლად თვალი გაგისწოროთ თვალი თვალს, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა ხელშესახებად ამ დარბაზში. დიახაც, მე ვარ აქ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, აპირებთ ჩემს დაჭერას. მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი“, - აღნიშნა მელიამ.


თეგები :