• თბილისი
  • 7°C
  • 16 ნოემბერი, 2019
article

სალომე ბარკერი: ვიდგებით იქამდე, სანამ არ წავა გახარია

აქტივისტი და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ ემოციურად ძალიან მძიმე დღე იყო ჩემთვის.

თავს არ გაცოდებთ, მაგრამ უკვე ერთი კვირაა ყოველდღე ვიღვიძებ და ვიწყებ მუშაობას იმ დღევანდელი აქციის დასაგეგმად. ისეთი შეუჩერებელი პროცესია, რომ ვერ აღვიქვამ ჯერ საერთოდ.

პირველად გამოგვივიდა ერთად დგომა. პირდაპირი მნიშვნელობით. დამღლელი, დამძაბველი, და კომპრომისული ერთად დგომა. ვიცით რომ უამრავი ადამიანი ვინც "სხვა დროს ერთმანეთს ვერ ავიტანდით", მეშვიდე დღეა ერთმანეთის გვერდით ვართ.

არ გვქვია არაფერი, არ გვაქვს არაფერი, ვერ ვაწარმოებთ ინფორმაციულ ომს, ვერ ვასწრებთ მედიასთან მუშაობას, პიარზე საუბარი ზედმეტია., ფეისბუქ ლაივიც კი არ გვაქვს აქციიდან. მეშვიდე დღეა ვერაფერი დაგვაკლო ვერც სამთავრობო მედიის ისტერიულმა ცარიელი კადრების ბზრიალმა, ვერც შალვა რამიშვილის კანტორამ, ვერც ტროლების დისკრედიტაციის კამპანიამ, ვერც ადგილზე მოწყობილმა დაძაბულობის კერებმა. ნერვიულობით ვკვდები ყოველდღე 19:00-ზე და შვებით ამოვისუნთქავ ხოლმე ყოველდღე 21:00-ზე რუსთაველს რომ ვკეტავთ, და ვდგავართ და ვდგავართ. და ვიდგებით იქამდე სანამ არ წავა გახარია.

ტყუილად გგონიათ, რომ ახლა ავიჭრებით, დავიჭრებით, დავიბნევით, დავიშლებით, იქ ვიღაცა გამოვარდება რევოლუციას მოითხოვს, იქ ვიღაცა დაგვანამუსებს, აქ ვიღაცა დაგვაშინებს და ა.შ. ნებისმიერი სხვა სცენარი, გარდა მშვიდობიანი თანმიმდევრული პროტესტისა, აწყობს ახლა ბიძინას.

ვირეშმაკებო, არ დავიშლებით, ზუსტად იმიტომ, რომ თქვენც ეგ გინდათ ყველაზე მეტად. და ზუსტად იმიტომ, რომ ამდენი წლის განმავლობაში პირველად მოვახერხეთ გაერთიანება სამი მოთხოვნის გარშემო. აქედან ერთი შესრულებულია, ერთიც სრულდება და დარჩა მესამე.

და მესამე დღეა, რაც ახალგაზრდები შიმშილობენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. გახარია, მაინც წახვალ., როგორც არ უნდა იყო "ჩაჭიდებული" ახლა მაგ სკამს.

სულ არაფერი რომ არ მომხდარიყო აქამდე, მე პირადად ჩემთვის ყველაზე მძიმე წუთებში, გუშინ დედაჩემის გამოსვლისას, მარჯვნივ ჯებირებთან მოძიძგლავე და მოღრიალე თქვენი დედამოტყნული ტროლების გამო არ დავთმობ არაფერს.

დღეს, 19:00-ზე, ყველანი სამსახურში - სირცხვილია! 7.0"


თეგები :