• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

როგორ ეხმაურება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მსოფლიო პრესა

„საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი ჩამოართვა და მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა, რათა მან ძალადობრივი, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზების ხელშეწყობის ბრალდებებს უპასუხოს“, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის,  დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა და მისი შესაძლო დაკავება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

„როიტერის“ ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლების მომხრე კანონმდებლების მიერ საქართველოში მოწვეულმა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან დამსწრეებს რუსულად მიმართა.

„ამ ჟესტმა ბევრი ქართველი აღაშფოთა - ისინი გაბრაზებულები არიან და დამცირებულად გრძნობენ თავს“, - ნათქვამია სტატიაში.

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, საქარველოს პარლამენტის გადაწყვეტილებამ გააძლიერა ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა, სადაც ათასობით ადამიანი თითქმის ერთი კვირააა ყოველ საღამოს პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მართავს.

„ბევრი ქართველი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობას რუსეთის მიმართ უკიდურესად შემგუებლური დამოკიდებულება აქვს. საქართველოს მმართველ პარტიას ხელმძღვანელობს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა“, - ნათქვამია სტატიაში.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასა და მისი შესაძლო დაკავების შესახებ სტატიებს ასევე „ნიუ-იორკ თაიმსი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ეი-ბი-სი“ და სხვა გავლენიანი გამოცემა აქვეყნებს.  


თეგები :