• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ჟირინოვსკი: რუსეთის იმპერიამ ქართველები ასიმილაციისაგან გადაარჩინა და მათი მიწების გათავისუფლებას 200 000 ჯარისკაცი შესწირა

ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

"თავის დროზე, რუსეთმა საქართველო იმპერიის შემადგენლობაში მიიღო და ამ მიწების გასათავისუფლებლად 200 000 ჯარისკაცი შესწირა.

მრჩეველები ეუბნებოდნენ მეფე ალექსანდრეს: „არ მიიღოთ ისინი ქვეშევრდომებად, იყოს მშვიდი რუსულ-თურქული საზღვარი“. ჩვენ ქართველები ასიმილაციისგან გადავარჩინეთ - ისინი 200 წელია გვღალატობენ“, - დაწერა ჟირინოვსკიმ თავის Twitter-ზე. 

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვას, ჟირინოვსკის აზრით, რუსეთმა საქართველოსთან ყველა კომერციული კავშირი უნდა გაწყვიტეს. "ქართველი მეწარმეები, რომლებსაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, უნდა გავუშვათ სამშობლოში, როგორც 2008 წელს", - აცხადებს ჟირინოვსკი.


თეგები :