• თბილისი
  • 24°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

"ნაწილი ალბათ, მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი დარჩეს პარლამენტში" - ქანთარია თანაგუნდელებს აკრიტიკებს

მათ უნდა ახსნან, ეს არ იყო ჩველებრივი კანონპროექტი, რომ მხარი ან დაეჭირათ, ან არ დაეჭირათ - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია იმ თანაგუნდელებს აკრიტიკებს, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს.

ქანთარია ამბობს, რომ საკითხი პრინციპული იყო და ასეთ დროს გუნდში ერთსულოვნება უნდა ყოფილიყო. ქანთარია ადასტურებს, რომ გუნდში შეთანხმება არსებობდა, ან ყველა უჭერდა მხარს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას, ან არავინ.

„ან მდინარის იქით, ან მდინარის აქეთ. მე არავის არაფერს ვედავები, მე ვამბობ, რომ ეს საკითხი იყო პრინციპული საკითხი და ამაში იყო წინასწარ შეთანხმებაც, თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა ჩვენა ნ ერთად ვუჭერდით მხარს ან არ ვუჭერდით, ეს ბუნებრივია და ასეთ დროს დაქსაქსვა ჩემთვის მიუღებელია.

"დატოვონ არ დატოვონ გუნდი - ასე არ შევალ. ამაზე იქნება მსჯელობა თვითონაც იტყვიან. ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი, ან პარლამენტი ან მონასტერი. არის ორი გზა - ნაწილი ალბათ, მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი დარჩეს პარლამენტში. თუ ეს ადამიანი იყო მელია, რაც მთელმა საქართველომ ნახა, ტყუპისცალი არ ჰყავს, მისი ქცევა გამოძიებას ექვემდებარება. დანარჩენი სასამართლოს საქმეა. მე რომ დამინახოთ, ხალხს ვეუბნები წამოდით, შევანგრიოთ, რას ნიშნავს, სად ვეპატიჟები, საქეიფოდ თუ რესტორანში“- განაცხადა ქანთარიამ.

ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეჩერებას ხმა საპარლამენტო უმრავლესობის 91 დეპუტატმა მისცა. ორმა დეპუტატმა რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.

ასევე დარბაზში იმყოფებოდა ბექა ოდიშარია, მან ხმა არ მისცა მელიას წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ განამარტა, რომ მის პულტთან ტექნიკური შეფერხება მოხდა.


თეგები :