• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„არ მგონია, რომ დაპატიმრების შემთხვევაში მე იქ ვიქნები შეზღუდული და ეს 91 დეპუტატი თავისუფალი“

„არ მგონია, რომ დაპატიმრების შემთხვევაშ მე იქ ვიქნები შეზღუდული და ეს 91 დეპუტატი იქნება თავისუფალი“, - ამის შესახებ ნიკა მელიამ სასამართლოში წასვლამდე განაცხადა. 

მელიას თქმით, ძალიან გაუჭირდება მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება. მანვე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა და ეს მისი აგონიური ქმედებებიდანაც ჩანს.

„რომ არ დამაკავონ, როგორ უნდა გაამართლონ გუშინდელი დღე. ამიტომ, სხვა გზა არ ექნებათ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ. არ არის მარტივი იმ ყველაფრის შემდეგ დააკავო, გავრილოვის შემოპარვის და მერე ძალდატანებით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმის გამო ვინმე. მითუფრო უნდათ-არ უნდათ, პოლიტიკოსს  ამის გამო რომ აკავებ, არ იქნება მათთვის ადვილი გადასაწყვეტი. თესავენ ქარს და ქარს როცა თესავ, ამბობენ ქარიშხალს მოიმკიო. არ მგონია, რომ დაპატიმრების შემთხვევაში მე იქ ვიქნები შეზღუდული და ეს 91 დეპუტატი იქნება თავისუფალი.  

გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს, რომ ის ძალაუფლება, რომელიც მას აქვს, აღარ არის საკმარისი აკეთოს ის, რაც მას სურს. შედის სულ უფრო და უფრო ღრმა ჩიხში და ის მოქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს მისი მხრიდან, ეს არის აგონიური მოქმედებები. საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი სპეცრაზმს სახლში რატომ შეიყვან და სპეცრაზმთან ერთად რატომ დაიძინებ. წარმოიდგინეთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელია ოჯახის წევრებს დაემშვიდობა. ის სასამართლოში მიდის, სადაც ზუსტად 14:00 საათზე პროცესი დაიწყება, რომელზეც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე უნდა იმსჯელოს.


თეგები :