• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული

საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, რომელსაც გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პატიების ლიდერები იმყოფებიან. 

ადგილზე იმყოფება ნიკა მელიას უფლებადამცველიც. გიორგი კონდახაშვილი მოუწოდებს მოსამართლეს რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და ნუ მოექცევა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ.

„დღეს მოსამართლე გოგოხიას აქვს შანსი დაწეროს ისტორია. განახორციელოს  სამართლიანი მართლმსაჯულება და უარი თქვა ნიკა მელიას პატიმრობაზე. ეს არის ისტორიული შანსი და მე შევახსენებ ყველას, რომ ადამიანები თავიანთ ისტორიას ქმნიან თვითონ. მივმართავ სასამართლო კორპუსს, ეს არის შანსი რომ დღეს ყველაფრის მიღმა სასამართლო დადგეს, აჩვენოს პროკურატურასაც, აჩვენოს პოლიტიკოსებს ის რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს პრინციპული და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოსამართლე შეისმენს ათი ათასობით ადამიანის ხმა. ეს არის პოლიტიკური პროცესი რომელიც სასამართლომ უნდა დააბრუნოს სამართლებრივ ჩარჩოში,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა. 

მოქალაქეების დიდი ნაწილი დარბაზში შევსლას ვერ ახერხებს. 


თეგები :