• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

გახარია: მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს, რომ ესეც ჩემი ტვირთია

„მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივად შეტევა ინსტიტუტებზე არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან - შეუსაბამო. მე ამ ტვირთს, როგორმე ვატარებ“,- უპასუხა მინისტრმა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტის მიმართვაზე, რომ ის არის ხალხის „თვალში სისხლიანი ჯალათი და ამიტომ უნდა გადადგეს“.


თეგები :