• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„არავის მივცემთ საშუალებას, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა გახდეს მარგინალიზებული“

„თუ მე, ჩემმა პოლიციელებმა, გადაამეტეს ძალაუფლებას ამაზეც პასუხისმგებელი ვარ მე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მივცემთ საშუალებას, ძალოვანი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა გახდეს მარგინალიზებული. რაც არ უნდა გვიწოდონ-ჯალათი, სისხლის მსმელი და კიდევ ბევრი რამ“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუს წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ორი ადამიანი რომ კომაშია, ეს არის ტრაგედია და ამაზეც არსებობს სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„არსებობს ამ ტრაგიკული შემთხვევის ორი განზომილება: სამართლებრივი, რომელსაც მე ბოლომდე მივიყვან და პოლიტიკური. პოლიტიკური პასუხისმგებლობა შტურმზე, პოლიციაზე ორგანიზებულ ფიზიკურ თავდასხმაზე, პარლამენტზე ეკისრებათ იმ ადამიანებს რომლებმაც ამ შტურმს ორგანიზება გაუწიეს.

თუ მე, ჩემმა პოლიციელებმა , შს სამინისტრომ სისტემურად ან კონკრეტულად ცალკე აღებულ შემთხვევაში გადაამეტეს ძალაუფლებას, ამაზეც პასუხისმგებელი ვარ მე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პასუხისმგებლობის აღრევის საშუალებას მივცემთ ვინმეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მივცემთ საშუალებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ გახდეს მარგინალიზებული. ამის საშუალებას არ მივცემთ არავის, რაც არ უნდა გვიწოდონ-ჯალათი, სისხლის მსმელი, კიდევ ბევრი რამ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


თეგები :