• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ტყვიები, რომლითაც გახარიას ბრძანებით ხალხს თვალები დათხარეს, შსს-მ საიდუმლო წესით, 2018 წელს იყიდა

ტყვიები, რომლითაც გახარიას ბრძანებით 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების დროს ხალხს თვალები დათხარეს, შსს-მ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე - რუსეთსა და თურქეთში იყიდა.

შესყიდვა საიდუმლო გრიფით განხორციელდა.

თუმცა, ჩვენ მოვიძიეთ წყარო, რომელიც გვიყვება რომ 2018 წელს, გახარიას უწყებამ დათვსა და სხვა მძიმეწონიანი ცხოველების შესაჩერებლად განკუთვნილი რამდენიმე ათასი ტყვია დაჩქარებული წესით შეიძინა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო ტალღას ელოდებოდა.

მეტიც, გახარიას უწყების ნაყიდი და ხალხზე ნასროლი მეტალის შემცველი ტყვიები ახლო მანძილიდან სიცოცხლისთვის საშიშია და ის ფერების მიხედვით განსხვავდება. 

კერძოდ, ყვითელი ფერის ტყვიები ნაკლებად სახიფათოა, წითელი - ყველაზე საშიში. 

ხოლო 20 ივნისს, როდესაც გახარიამ ანტისაოკუპაციო მიტინგი დაარბია, სპეცრაზმმა სწორედ წითელი - ე.ი ყველაზე საშიში ტყვიები ესროლა ხალხს - დამიზნებით.

შედეგად, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ორი ამ წუთებში ებრძვის სიკვდილს, ხოლო ხოლო რამდენიმე ასეული დასახიჩრდა. 

„ეს შესყიდვა ნაჩქარევად განხორციელდა. ახლოვდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლება მიტინგებს ელოდებოდა. ამიტომ, მინისტრმა გადაწყვიტა, რომ ეყიდა ახალი სპეციალური საშუალებები. ამ სპეციალურ საშუალებებს შორის იყო რამდენიმე ათეული ათასი ტყვიაც, რომელიც 20 ივნისს გამოიყენეს", - ამბობს წყარო შს სამინისტროდან. 

პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობის გარეშე

ეს ინფორმაცია აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ გახარიამ, რომელიც ახლა ხალხს ემალება, განაცხადა, თითქოს აღნიშნული ტყვიები 2012 წელს, წინა ხელისუფლების დროს იყიდეს.

თუმცა, ასეც რომ იყოს, ჩნდება რამდენიმე კითხა: 

რატომ გამოიყენა ცხოველებზე განკუთვნილი ტყვია გახარიამ ხალხის დასარბევად და დასაბრმავებლად?

რატომ არ გაანადგურა ის?

რატომ არ გადასცა თავდაცვის სამინისტროს ან გარემოს დაცვის სააგენტოს?

სისხლიან ჯალათს (სწორედ ეს სახელი შეარქვეს გახარიას 20 ივნისის შემდეგ) ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს.

სამაგიეროდ, მინისტრი, რომელმაც საკუთარი ხალხი გაწირა, ამბობს, რომ თავად უნდა გამოიძიოს თავისივე დანაშაული.

მეტიც, გახარია ცდილობს ყველაფერი რიგით პოლიციელებს დააბრალოს, ხელი მათ შეაწმინდოს, ხალხის შემდეგ ახლა ისინი გაწიროს, ხოლო თავად როგორმე გადაურჩეს პასუხისმგებლობას...


თეგები :