• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ვანო მაჭავარიანი: არ წერია ეგ არაფერში, რომ სტუმარს ეცე, ჩაქუჩი უნდა ჩაგერტყათ, მაგას ამბობთ?

„ჩვენ გვაქვს ჩვენი სახე, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მოვიქცეთ ღირსეულად,“ - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა თბილისში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასა და საზოგადოების რეაქციის შეფასებისას გააკეთა.

ვანო მაჭავარიანმა გააკრიტიკა ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის დუმის დეპუტატს სასტუმროსთან დახვდნენ და შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.

„ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ რამე სახით თანავუგრძნობ იმ კაცს, მაგრამ იგივე ფიზიკური შეხება, იგივე რაღაცების სროლა იმ ადამიანზე, რა მნიშვნელობა აქვს, ხან გვინდა კავკასიელები ვიყოთ, არ წერია ეგ არაფერში, არ არის ეგ ჯანმრთელი ამბავი. რაც გინდა ის დამაბრალეთ, არ წერია ეგ არაფერში, რომ სტუმარს ეცე, ჩაქუჩი უნდა ჩაგერტყათ, მაგას ამბობთ?“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. უკვე, მეცხრე დღეა, მოსახლეობა რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ და ხელისუფლებას 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.


თეგები :