• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„ჩემი მხარდამჭერი აქციების შესახებ პირველად მესმის და მსგავსი ღონისძიებები საერთოდ არაა საჭირო“

„კონტრაქციის შესახებ პირველად მესმის და მსგავსი ღონისძიებები საერთოდ არ არის საჭირო“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შს მინისტრის მხარდასაჭერად აქციები იგეგმება.

მინისტრის თქმით, ყველა ერთად ცდილობს, მაქსიმალურად დაიწიოს ტემპერატურა და მსგავსი აქციები, რა მოტივითაც არ უნდა ტარდებოდეს, მხოლოდ ხელს უშლის.

„მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს მინდა, ადამიანური მადლობა ვუთხრა, ასევე მინდა, ვთხოვო, რომ დღეს, როდესაც ყველა ერთად ვცდილობთ, მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა, ვებრძოლოთ პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში, მსგავსი აქციები მხოლოდ გვიშლის ხელს, რა მოტივითაც არ უნდა ტარდებოდეს. მინდა, გულწრფელად ვთხოვო მათ და დავარწმუნო, მსგავსი აქციები არ არის საჭირო. ჩვენს მოქალაქეებთან ყოველთვის ვიპოვით გზას და გვექნება საშუალება, ვისაუბროთ იმ ენაზე, რომ ერთმანეთს არა აქციებით ვილაპარაკოთ, არამედ შევძლოთ კონსტრუქციულ დიალოგში გადავიყვანოთ ჩვენი საუბრები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთხოვო თითოეულ ადამიანს, რომელიც მსგავს ღონისძიებას აორგანიზებს, გადაიფიქროს, არ არის ეს საჭირო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


თეგები :