• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

"ჯერ გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო. უსუფაშვილი, ს ვეშჩამი"

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი „შენების მოძრაობის“ ლიდერს აკრიტიკებს.

დავით უსუფაშვილმა დიღმელაშვილის კრიტიკა დღეს გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა. საუბარია უსუფაშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე, რომელიც მან „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მისვლისას გააკეთა: „პროპორციული არჩევნების ძეობისთვის გავიღიმოთ.“

შოთა დიღმელაშვილმა სწორედ ამ განცხადების გამო გააკრიტიკა დავით უსუფაშვილი.

„ჯერ გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო. უსუფაშვილი, ს ვეშჩამი,“ - ამბობს დიღმელაშვილი.

"ქართული ოცნება" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და მას პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი დაესწრო.


თეგები :