• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

"მათთვის მე დაჭრილი ვარ, დაჭრილი მხეცი უფრო საშიშია"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია დღეს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა. მელიას განცხადებით, მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არის და სააპელაციო სასამართლოს გირაოს ნაცვლად პატიმრობის გამოყენების წინაპირობა არ აქვს.  

"მათ ეგონათ, რომ მე ვეღარ შევძლებდი პარლამენტში სიარულს, როგორც მოქმედი დეპუტატი. მათთვის მე დაჭრილი ვარ. დაჭრილი მხეცი უფრო საშიშია. დაახლოებით ასე უყურებენ. წარმოუგენელი რამ გააკეთებინეს, მტკიცებულებები არ არსებობდა. უნდოდათ ძალიან, რომ შედეგი დამდგარიყო პატიმტობა. სიჩქარეში ვერ გათვალეს ბევრი რამ და ახლა არიან ჩიხში, მაგრამ ეს ჩიხი როგორც ჩანს, უფრო ღრმა არის, ვიდრე მათ ჰგონიათ",- განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები :