• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

გრიგორი კარასინი: მოსკოვი მზად იყო გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუმცა ბოლო მოვლენების გამო გადაიფიქრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს რუსულ გამოცემა "კომერსანტთან" აკეთებს.

რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა საქართველოში გამგზავრება შექმნილ პირობებში, „თუმცა სახელმწიფოს ამოცანაა, იყოს ხალხის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.

კარასინის განმარტებით, შეზღუდვების გაუქმება საქართველოში რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საშიშროების აღმოფხვრის” შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომენტარი სავიზო რეჟიმთან დაკავშრებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ  მოსკოვი მზად იყო გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო ეს საკითხი გადაიდო. „დიახ, ნამდვილად, ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა და ჩვენ პრინციპულად მზად ვიყავით ამისთვის. თუმცა არ გამოვიდა, მოგვიწევს დაველოდოთ უკეთეს დროს", - განაცხადა კარასინმა.


თეგები :