• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ივანიშვილის რეჟიმის ტროლები - ისინი, ვინც 20 ივნისის სისხლიან მოვლენებს „აპრავებენ“ და უკიდურესი სიძულვილით გამოირჩევიან...

ივანიშვილის ხელისუფლებამ რუსთაველზე მინდინარე აქციის, მისი ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ უბინძურესი მეთოდებით დაიწყო ბრძოლა.

ოლიგარქის მიერ დაფინანსებული და მართული პროცესი მიზნად ისახავს უკიდურესი სიძულვილით აღსავსე კომენტარების, ფეიკ ინფორმაციების გავრცელებას, შეურაცხყოფასა და სიცრუის ტირაჟირებას. 

ამჯერად ერთ მაგალითს წარმოგიდგენთ, თუ როგორ აფრქვევს თაღლითობისთვის გასამართლებული და მოსკოვის ფინანსთა აკადემიის წრვრი ვინმე ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე სიძულვილს...

ის ჟურნალისტების საქართველოდან გასახლებას ითხოვს მხოლოდ იმიტომ, რომ მედიის წარმომადგენლები ბედავენ და ივანიშვილის რეჟიმს აკრიტიკებენ მწვავედ - 20 ივნისს ახალგაზრდებისთვის თვალების ამოთხრის გამო.

„გიორგი კაპანაძე, შენ ხარ ფაშისტი და ამ ქვეყნის მტერი, არ გაგივა რევანში, ვერ არევ შენ ამ ქვეყანას, როგორ არ გილპება ეგ გასახმობი ენა, როდესაც ამბობ რომ ბიძინა ივანიშვილს დაშაულებების მიმართ თანაგრძნობაც არ გამოუხატიაო, როდესაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ყველა მათგანი მკურნალობას საზღვარგარეთ გადის?

სწორედ შენ და შენი ნაცები ქუჩებში ხვრეტდით ახალგაზრდა ბიჭებს, აქციებზე კლავდით, ასახიჩრებდით, დასახიჩრებულებს ციხეებში კეტავდით, მიცვალებულებს კი სახურავზე ყრიდით და თქვენ მიშას ინაუგურაციას ზეიმობდით!

შენ ქართველთმოძულე ჯალათო, შენი ადგილი საქართველოში არ არის, შენ გძულს ეს ქვეყანა და ხალხი!

თქვენ დათხარეთ 20 ივნისს იმ ახალგაზრდებს თვალები და ამ ცოდვას ვერსად გაექცევით!

ისტორია აუცილებლად გაგცემთ საკადრის პასუხს!", - ეს სიძულვილით გაჟღენთილი პოსტი „ქართული ოცნების“ აქტივისტს, თაღლითობისთვის გასამართლებულ ეთერ ბოლქვაძე- ჯორთმენაძეს ეკუთვნის. 

ის ამით გიორგი კაპანაძის მიერ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

მის მიერ სიძულვილის ფრქვევა არ იქნებოდა საყურადღებო, რომ არა სოციალურ ქსელებში წარმოებული მთელი ტენდენცია, რომელიც ორკესტრირებულია ივანიშვილის ფინანსსებითა და ტროლების ქარხნის მიერ.

ვინ არის ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე?

ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერია.

ის თაღლითობის მუხლით 2008 წელს გაასამართლეს და 7 წლით პატიმრობაც მიუსაჯეს. ციხის დატოვების შემდეგ კი, ისევე როგორც კრიმინალთა დიდი ნაწილი, ქალბატონი ეთერიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ეთერ ბოლქვაძე-ჯანთმენაძე შეურაცხმყოფელ პოსტებს აქვეყნებდა ზაზა სარალიძის, თემირლან მაჩალიკაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართაც.

მაშინ, რუსეთის ფინანსთა აკადემიის წევრი ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე წერდა, რომ სარალიძე პროტესტით ვაჭრობდა, რის გამოც მას რუსთაველის გამზირი ძალის გამოყენებით უნდა დაეტოვებინა.

რუსეთთან აქტიურ კავშირში მყოფი აქტივისტი შეურაცხოფას აყენებს ოპოზიციასა და რუსთაველის გამზირზე მყოფ ახალგაზრდებსაც, რითაც ზუსტად ჯდება ივანიშვილის ტროლების მიერ დაგეგმილ ნარატივში. 

ის ცდილობს „გააპრავოს“ გახარიას ბრძანებით რამდენიმე ასეული ადამიანის დასახიჩრება, ახალგაზრდებისათვის თვალების ამოთხრა, ანტისაოკუპაციო მიტინგის დარბევა, ხალხზე ნადირობა და ამავე დროს, სიძულვილი აფრქვიოს ჟურნალისტების მიმართ.


თეგები :