• თბილისი
  • 25°C
  • 15 სექტემბერი, 2019
article

ნიკა მელიას დამატებითი კონტროლისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ

ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

მოსამართლის გადაყწვეტილებით ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება.

მელია თავისუფალია, თუმცა არ დაკმაყოფილდა არც დაცვის მხარის შუამდგომლობა მისთვის შეზღუდვების გაუქმების შესახებ.

„ბიძინა ივანიშვილმა იმ ღამეს გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესწავლას ვერავინ შეძლებს დუნიაზე საერთოდ. ჩვენი საჩივარი რომ არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან. ახლა დამიმატეს, რომ სამაჯური უნდა გავიკეთო, ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონულ სამაჯურს. გადმომცემენ სარეზოლუციო ნაწილს და უკეთ ვნახავ. ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან. მე ისეთივე პარლამენტის წევრი ვარ, როგორც დანარჩენი 150. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, რომ იჯექი სახლში არ გამოხვიდეო. გავიკეთებ კი ბატონო, თქვენც ხო გიკეთიათ საათი, საათის ნაცვლად გავიკეთებ ელექტრონულ სამაჯურს. ეს არის ბრძოლა, სადაც იმარჯვებს ძლიერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 


თეგები :