• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„ვერ ჩავერევი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ ცხადია, მელიას ქმედებებში იკვეთება დანაშაული“

„ადამიანურად არც ერთი კაცის ციხეში გაშვება არ მსიამოვნებს და რაღაც კმაყოფილებას ვერ მივიღებ, ვინც არ უნდა იყოს, რა მძიმე პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, რთულია, როდესაც ადამიანი მიდის ციხეში“, - ამის შესახებ კახა კალაძემ ნიკა მელიას საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, როდესაც პოლიტიკოსი ხარ, პოლიტიკური ფიგურა ხარ, ჩვეულებრივ რიგით ადამიანებზე მეტად ორჯერ მეტი პასუხიმგებლობა გვაკისრია.

„ის ქმედება, განცხადებები, მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, 20 ივნისის ღამეს, ეს იყო ძალიან მძიმე და რა შედეგიც მოყვა ყველამ ვნახეთ. მე ვერ ჩავერევი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ცხადია, იკვეთება დანაშაულები და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. იყო გადაცდომები? რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიციელს, ვინც მონაწილეობდა გადაცდომაში, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ზოგადად უნდა შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა გადატრიალების, დამხობის გზით“, – განაცხადა კალაძემ.


თეგები :