• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ნიკა მელია: არ გამოვა ასე, ჩემო ბიძინა, თქვენ უსამართლო დაკრულზე ცეკვას არავინ აპირებს

„თქვენ ხართ, დიახაც, პოლიტიკური დამნაშავე, როგორც მინიმუმ და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, თქვენ ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებთ გახარიანად“, - ასე მიმართა სააპელაციო სასამართლოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილს.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან, ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრთან ერთად პასუხს აგებს მართლმსაჯულების წინაშე.

„არ გამოვა, ჩემო ბიძინა, ასე. თქვენ ვეღარ კარნახობთ, თუ როგორი იყოს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. თქვენ ხართ, დიახაც, პოლიტიკური დამნაშავე, როგორც მინიმუმ და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, თქვენ ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებთ გახარიანად, მაგრამ თქვენს უსამართლო დაკრულზე არავინ ცეკვას არ აპირებს. იმის ნაცვლად, რომ მოძალადეები დასაჯოთ, იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოთ იმასთან დაკავშირებით, რაზეც გაფრთხილებდით მთელი 1 კვირის განმავლობაში - ხაზი მინდა გავუსვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი ოპოზიციური სპექტრი პრაქტიკულად, ვეხვეწებოდით, რომ გავრილოვი არ შემოუშვათ. ისინი აქეთ ყვიროდნენ და გვიკიჟინებდნენ, რომ თქვენ არ იცით სტუმარმასპინძლობა და ასე შემდეგ. კაცი არის მოსკოვში ჩასული და იქიდან საუბრობს, მეტიც კობახიძის სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩავმჯდარიყავიო. ვინ არის დესტაბილიზაციის წყარო, ოპოზიცია, რომელიც აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ეს არ გააკეთო და მაინც გააკეთა თუ ხელისუფლება?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები :