• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„ასეთ ქაოსში, რომელი ტყვია საით გავარდა და ვის რომელი მოხვდა, ამის დადგენა ძალიან რთულია“

„გიორგი გახარია კარგა ხანია, მიზანშია ამოღებული, რადგან პოპულარული მინისტრია“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზაზა ხუციშვილი „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს გამოეხმაურა, რომელიც  გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე მომზადდა. ხუციშვილის თქმით, პასუხისმგებლობა მაშინ დგება, თუ დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არაკანონიერი ბრძანება გასცა, რაც ამ ეტაპზე არ იკვეთება.

მისი განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება მხოლოდ იმ შტურმზე პასუხი იყო, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან რამდენიმე საათი გრძელდებოდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უკვე აიღო და სავარაუდო დამნაშავეები კანონის მიხედვით დაისაჯნენ.

„თუ ვართ სამართლიანები, პირველი დავიწყოთ იმით, რომ არა ის შტურმი 2 საათზე მეტი დროის, არაფერი არ მოხდებოდა, ეს ადამიანები იდგებოდნენ  რამდენი ხანიც უნდოდათ და დაიშლებოდა სახლში. მე აქედან ვუყურებდი მოვლენებს და მინდა, გითხრათ, გიორგი გახარიას უწყებამ, ჩვენ პარლამენტი და დეპუტატები დაიცვა ძალიან დიდი საფრთხისგან. აღიარა კაცმა, რომ სადაც მოხდა გადაცდომა და ამის ნიშნები იკვეთება, 10-ს შეუწყდა უფლებამოსილება და 2-ზე იკვეთება სისხლის სამართლის ნიშნები. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ასეთ ქაოსში, რომელი ტყვია საით გავარდა და ვის რომელი მოხვდა, ამის დადგენა არის ძალიან რთული, ამიტომ ამას სჭირდება გონივრული დრო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას პასუხები გაეცემა“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.


თეგები :