• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„ქართული ოცნების“ წევრი: პიდარასტები, ლეზბიანკები ყავენ აქციაზე, ვენაცვალე გახარიას

სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე სოფელ მელაურის რწმუნებულმა სოფიკო კიკაჩეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ჰომოფობიური და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია.

„ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე“, „ნეტა რუსეთთან აღდგებოდეს კარგი ურთიერთობა“, - ამ შინაარსის ფეისბუქსტატუსების გამო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა მამუკა ბიბილეიშვილმა სოფიკო კიკაჩეიშვილის გადაყენება მოითხოვა.

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ ოპოზიცია ამ განცხადებების გამო კიკაჩეიშვილს „ქართული ოცნების“ სახედ მოიხსენიებს.

„რა სახე, რა ხელებს მიშლი, უზრდელი ეს. რას გავდით საერთოდ, თუ გქონდათ ან სოფელი ან ქალაქი. ვაზაგაშვილის, გირგვლიანის სულს, რას პასუხობთ, არაკაცებო თქვენ. მე ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას 10-იანზე ვასრულებ და მაქვს, ჩემი აზრი. ცისფერები, ლეზბიანკები, პიდარასტები ყავენ იქ და ნაციონალები. ვინ არის იქ ნორმალური, სამარცხვინოები ხართ. ვენაცვალე გახარიას. ჩემი შვილი იქ ვერ გაბედავდა გასვლას. რუსეთი კარგი რომაა ის რომ ვთქვი, მაგიტომ ვარ.... თურქეთთან ნაკლები ურთიერთობა გვქონდა? ისტორიას გადახედე“, - პასუხობს კიკაჩეიშვილი.

 


თეგები :