• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ხელისუფლებამ, 20 ივნისის ღამეს, მომიტინგეების დასარბევად, სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზიდან მოხსნა და თბილისში გადმოისროლა

ხელისუფლებამ, 20 ივნისის ღამეს, მომიტინგეების დასარბევად სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზიდან მოხსნა და თბილისში გადმოისროლა.

ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თბილისში ​ანტისაოკუპაციო მიტინგის დასარბევად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის 15 000 თანამშრომელი იყო მობილიზებული. ინფორმაციამ უშუალოდ დარბევაში მონაწილე პირებისგან გაჟონა.

გივი თარგამაძემ "რუსთავი 2"-ს უთხრა, რომ დარბევაში მონაწილეობდნენ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I, II, III სამმართველოები; კახეთის; აჭარის; ზუგდიდის; რუსთავის; მცხეთის; თბილისის; გორის; სამცხე-ჯავახეთის სამმართველოები; კრიმინალური პოლიცია; საოკუპაციო ხაზიდან მოხსნილი რამოდენიმე დანაყოფი. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;  საგანგებო სიტუაციების ცენტრი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური დეპარტამენტი; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.

მისივე თქმით, განხორციელდა 18 ათასი გასროლა. სულ კი, ასი მსროლელი იყო, მათგან 50 -სნაიპერი. დარბევაში 15 ათასი პოლიციელი მონაწილეობდა.

დარბევის დაწყებისას პარლამენტის შენობაში იყვნენ : გიორგი გახარია, მისი პირველი მოადგილე კახა საბანაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ზვიად ქაწაშვილი, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი კაკუჩაშვილი, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძე. დარბევას ხელმძღვანელობდნენ: საბანაძე, ჩუბინიძე და სირაძე. მიმართულებებს მსროლელებს აძლევდა კაკიჩაშვილი.

პარლამენტში მიტინგის დაწყებისთანავე იყო მობილიზებული 7000 პოლიციელი, რაც შენობაში შეღწევის ნებისმიერ ვერსიას იმთავითვე გამორიცხავდა, - იუწყება "რუსთავი 2".


თეგები :