• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

"პრეზიდენტმა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მიღებაზე დასწრებაზე უარი განაცხადა... მეტიც, ის იყო პირველი, რომელიც გამოეხმაურა და პოლიტიკური შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს"

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი "ტვ პირველზე" გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებაზე, მიწვევის მიუხედავად, უარი განაცხადა:

"28 ივნისს, "ტვ პირველზე" ნინო ჟიჟილაშვილის, ვახო სანაიასა და დიანა ტრაპაიძის თოქშოუში, ჩემი პატივისცემა მათ, გავიდა საკმაოდ უხეში უზუსტობა - ავლაბრის რეზიდენცია არა ერთხელ ნახსენები იყო, როგორც პრეზიდენტის სასახლე. კიდევ ერთხელ განვმარტავ: პრეზიდენტის სასახლე 2018 წლის დეკემბრიდან განსაზღვრულია ათონელის 25 -ში მდებარე, ყოფილი ორბელიანების სასახლე, ის რეზიდენცია გახლავთ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე და მასთან საქარველოს პრეზიდენტის შეხება არ აქვს. და რაც მთავარია, თოქშოუს ერთ-ერთი წამყვანის მიერ ითქვა, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეას. საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა მოწვევა აღნიშნულ მიღებაზე, თუმცა მან უარი განაცხადა ამ მიღებაზე დასწრებაზე და მეტიც, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოეხმაურა და პოლიტიკური შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს.“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.


თეგები :